Press ← and → on your keyboard to move between
letters
Dear FutureMe,
გილოცავ დაბადების დღეს. აწ უკვე 22წლის ვართ.წარმოიდგინე 3 წელი გავიდა, წელს უნივერსიტეტსაც ამთავრებ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ. იმედია ისეთი მომავალი გაქვს,როგორსაც ამ წერილის წერის პერიოდში ვოცნებობდი.
ახლანდელი 19 წლის მე ცოტა უცნაური გოგოა., ვფიქრობ, კარგი თვისებები მაქვს , რომელსაც იმედია შეინარჩუნებ და იმედია ისევ ესეთი თბილი, ერთგული ,მეგობრული და კეთილი ხარ.
თავისუფალ დროს უმეტესად სახლში ვარ, სიმღერები, ფილმების ყურება და ა.შ.
წელს,რაც თბილისსში გადმოვედი ძალიან შევიცვალე.
უფრო კომუნიკაბელური და გახსნილი გავხდი.
მყავს შეყვარებული , ალექსი , უკვე სამი თვეა ერთად ვართ და ნახევარი წელია ვიცნობ.
მართლა კარგი ბიჭია, მთელი გულით ვამბობ, რომ იდეალური.
ზოგჯერ ვფიქრობ, მართლა ასეთი კარგია, ან როგორ შეუძლია ?
ყველაზე handsome არის 💋
ყველაზე კარგი ადამიანია, მზრუნველი, სანდო, გამგები,
თბილი, ყურადღებიანი, უსაყვარლესი.
ისეთი ადამიანია რომელმსც ჩემი ნდობა ბოლომდე მოიპოვა და რომლის იმედიც ნებისმიერ დროს მაქვს .დარწმუნებული ვარ ნებისმიერ დროს გამიგებს, რადგან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც შეეძლო
დამშორებოდს . ბევრჯერ გამიგო ისეთ საკითხრბში, როგორშიც არ ველოდი.
მართლა მიყვარს, მთელი გულით .
ვერც კი წარმოიდგეენს როგორ უსაზღვროდ შემიყვარდა ამ მოკლე დროში.
მინდა სულ ერთად ვიყოთ, სულ ვწეროთ სულ ვილაპარაკოთ.
მინდა სულ ბედნიერი იყოს.
ყველაფერი მისთვის მინდა რისი შესაძლებლობაც კი მაქვს ან მექნება.
ჩემს თავს იმაზე ვუბრაზდები ხოლმე რამეს რომ ვაწყენინებ , რადგან არ შემიძლია ცუდ ხასიათზე იყოს.
და იმის წარმოდგენაც არ მინდა , რომ შეიძლება რაიმე მიზეზის გამო ურთიერთიბა გაგვიფუჭდეს.
მინდა მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ერთად გავატაროთ.
ჯერ ნახევარი წელია რაც ვიცნობ, მაგრწმ ამ ნახევარ წელში იმდენი რამ მოხდა, წარმოუდგენლად ბევრი, ყველაფერი , რასაც ვერ წარმოვიდგენდი. ძალიან მსლე და ადვილად დავუახლოვდი, რადგან თითქმის ყოველ დღეს ერთად ვატარებთ, მთელი დღე ერთად. ხან ვჩხუბობთ, ხან ვიცინით, ხსნ მოწყენილრბი ვართ , მაგრამ მსინც ყველაზე კარგია დღე ალექსისთან
სხვათაშორის ყველაზე მეტად რაც მიყვარს ალექსისთან დროის გატარებაა.ზოგადად დიდად განსაკუთრებული ცხოვრება არ მაქვს , პირიქით ძალიან მოსაწყენი მაქვს , მხოლოდ უნივერსიტეტი და სახლი. ხშირად კი სახლში მოწყენილი ვარ, მაგრამ ალექსისთან რაც არ უნდა იყოს, როგორხ არ უნდა ვიყოთ, ჩუმად , მოწყენილები, გაბრაზებულები, არ აქვს მნიდვნრლობა ,მინდა რომ სულ ერთად ვიყოთ . იმიტომ რომ მოწყენილიც კი ბედნიერი ვარ.
იმედი მაქვს FutureMe, რომ დღესაც 3 წლის შემდეგ, ალექსისთან ხარ , ისევ ასეთი ბედნიერი .
ძალიან გთხოვ , ძალიან,ძალიან ყვეკაზე მეტად რაც კი მინდა ეს არის და თუ დღესაც ისევ ერთად ხართ, შეინარჩუნე და გიყვარდეს ყოველ დღე უფრო და უფრო , მე ასე ვარ ❤️
Dear alex ,
როგორ დავიწყო წერა არ ვიცი.
გამარჯობა?
ამ წამს მწერ , მწერ და გაგიჟებული მეკითხები რატომ არ გიბრუნებ პასუხებს მალე...
სასაცილოდ მეჩვენება ეს ყველაფერი , მაგრამ ახლა 2023 წლის 20მარტია და ამ პატარა წერილს შენ გიწერ...
აი 19 წლის მე , შენზე გაგიჟებული, სიყვარულით და ბედნიერებით აღსავსე.
წელს უნივერსიტეტს ვამთავრებთ და იმედია ეს წლები ბედნიერები ვიყავით, ერთად.
მიყვარხარ, მთელი გულით , და მიყვარდები დღითიდღე უფრო.
საუკეთესო მოვლენა ხარ ჩემს ცხოვრებაში, ისეთი, როგორიც ოცნბებეშიც არ წარმომედგინა.
იდეალური ადამიანი ხარ.
მეტი რა მეთქმის,
მინდა ბედნიერი და წარმატებული იყო და იმედია სამი წლის შემდეგ ასეც იქნება.
მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად ჩემო პაწაწუნა💋
გთხოვ გიყვარდე . 💋
ისევ Dear FutureMe, ახლა კი ამ წერილის გამოგზავნის დროა, უბრალოდ გეტყვი რომ ბედნიერი იყავი მუდამ რაც არ უნდა მოხდეს, მე ასე ვარ.
რეალურად ძალიან ცუდი 18 წელი მქონსა, ჩხუბი ყვირილი და ყველაფერი ცუდი, მაგრწმ წარსულ ჩავაბარე და მინდა ბედნიერი ვიყო, მინდს ყველა ბედჯიერი იყოს ჩემს გარშემო და მინდა რომ 22წლის მეც ბედნიერი და წარმატებული ვიყო.
ჩემი 19 წლის გამოცდილებიდან რაც შემიძლია გირჩიო ალბათ იქნება ის , რომ ნუ იქნები ძალიან მიმნდობი ყველა ადამიანის მიმართ რადგან ბოლოს გული ძალიან გეტკინება.
ნუ დაისტრესავ თავს და იფიქრე მხოლოდ კარგზე.
იყავი კეთილი, შეიძლება ზოგიერთმა ეს შიშტერეშიც კი ჩაგითვალოს , მაგრამ იყავი კეთილი და ეცადე გააბედნიერო ხალხი შენს გარშემო.
არავის ატკინო გული არასდროს და აპატიე . იყავი ბედნიერი შენი ცხოვრებით.., იყავი ის, ვინც ხარ, ყველგან და ყოველთვის...
მე პირადად სიმართლე რომ გითხრა ახლა მხოლოდ ვისაც ვენდობი ალექსია, ადამიანი, რომლის მიმართაც ყველაზე დიდი ნდობა მაქვს და შემიძლია ნებისმიერი რსმ მოვუყვე ისე, რომ ვიცი გვერდში დამიდგება ან ჩვენში დაიტოვებს.
შენ გგონია დაქალები არ მყავს? კი მყავს , და ალბათ გაქვს კითხვა რატომ არ ვენდობი დაქალებს ისე , როგორც შეყვარებულს? მითუმეტეს როდესაც გაცნობის შორის წლები ძალიან განსვავებულია.
მაგრამ ადამიანის სსაქციელები , დროის და წლების მიუხედავად შეგიცვლიან დსმოკიდებულებას. მე ძალიან მიყვარს ჩემი დაქალები, მეგობრები, ახლობლები, მაგრამ ბევრჯერ მათი საქციელებიდან გამომდინარე გული დამწდა , და ვიგრძენი , რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა გადაგთელავს.
იყავი თბილი, მეგობრული და გამგები.
პირადად მე ბევრი საუბარი არ მიყვარს, მირჩევნია მოვუსმინო.
და ვფიწრობ ვარ ძალიან ერთგული და გამგები.
მოკლედ ამით დავასრულებ.
იმედია ბედნიერი ხარ.
Comments are turned off.