A letter from September 24th, 2020

Time Travelling — almost 5 years

Peaceful right?

ზიბაეტა, გწერ წერილს წარსულიდან მომავალში. დიდი იმედი მაქვს რომ დაგავიწყდა და არ ელოდები ამ წერილს, იმიტომ რომ ძალიან მინდა გაგიხარდეს. შენ ჯერ 24 წლის ხარ, მაგრამ მალე 25-ის ხდები. რას აპირებ? იმედი მაქვს ძალიან კარგად გართობას. შენ და ცოტნე დიდი ხანია დაქორწინდით? შვილი გყავთ უკვე? ალბათ პატარა იქნება. ნეტა ვის ჰგავს, შენ თუ ცოტნეს? ან ჯერ თუ არ გყავთ, მომავალში ვის დაემგვანება? უნივერსიტეტი 2 წლის წინ დაამთავრე. რას შვები ახლა? ალბათ მაგისტრატურაზე სწავლობ, მაგრამ თუ არ სწავლობ და gap year გაქვს აღებული, ეგეც კარგია. მიუხედავად ამხელა ინტერესისა მაინც იცი ყველაზე მეტად რა მაინტერესებს? როგორ ხარ? დაწყნარდი? დამშვიდდი? თუ ისევ ისეთი ემოციური და აფორიაქებული ხარ? მე რასაც ვუყურებდი, აი ცოტნე რაც გაიცანი, მაგის მერე მაინც დაწყნარდი, იმედი მაქვს მომავალშიც ესეა. ხშირად გაიღიმე ხოლმე. არ ვიცი ახლა ფსიქოთერაპევტად მუშაობ თუ არა, მაგრამ მომავალში რომ იმუშავებ, გაითვალისწინე რომ წყნარად ყოფნა და გაღიმება, შინაგანი პოზიტივი, აუცილებელია საქმის წინ წასაწევად. რას შვებიან ოჯახის წევრები? შეგახსენებ, რომ ახლა მათზე განაწყენებული ხარ, იმიტომ რო ცხოვრების რთულ პერიოდებში ყველაზე მეტად ვერ გიგებდნენ და მინდა ისიც შეგახსენო რომ საკმაოდ კომპლექსურია ამჟამიდნელი შენი ცხოვრება, თუმცა შენ მაინც ბედნიერი ხარ და იცი რომ ყველაფერი დალაგდება. რიკ სანჩეზის სიტყვებს დავიხმარებ: „everything is okay in the end, if it’s not okay, it’s not the end.“ კატუსიკო რას შვება? 16 წლისაა უკვე. ო ბოჟე მოი... მინდა ისიც გაგახსენო, რომ ახლა კატოსთვის პირველი ადამიანი ხარ, კატოს ყველაზე მეტად უყვარხარ. მომავალშიც მასეა? სავარაუდოდ კი, იმიტომ რომ კატოსსი ყველაზე კარგად გესმის და ახლა კი საკმაოდ რთული პერიოდი აქვს, თინეიჯერია მაინც... მოიფიქრა უკვე სად უნდა ჩაბარება? თუ ჯერ არ იცის, დაელოდე და დაიცავი, იცი რისგანაც😊 მიეცით საშუალება რომ კარგად გაიაზროს რა უნდა. გთხოვ, ჩაუჯექი, მოიცალე და აბსოლიტურად ყველა უნივერსიტეტი და ფაკულტეტი აჩვენე და აუხსენი, შენ ისიც გეცოდინება, სად და როგორ შეეძლება მუშაობა. ამას იმიტომ გთხოვ რომ ვიცი, როგორი ზარმაციცაა. მეგობრებთან რას შვები? ნინები როგორ არიან, რას შვებიან? ბათუმში დადიხართ ხოლმე ზაფხულობით და ერთობით ხოლმე? ლიზ, დიდი იმედი მაქვს რომ ახლა მინიმუმ ზუსტად ისე ხარ როგორც 19 წლის ასაკში მინდოდა. შეგახსენებ... მინდა რომ პირველ რიგში სულიერად დამშვიდებული იყო, მინდა რომ ცოტნესთან ბედნიერი იყო, შვილიკო თუ გყავს, მინდა რომ ჯანმრთელი იყოს, ვიცი რომ ისე ზრდით როგორიც ამ ეტაპზე შენ და ცოტნეს გინდათ რომ იყოს, და მერე როგოც თვითონ მოუნდება. მინდა რომ ოჯახში ნაკლებად ჩხუბობდეთ, მინდა რომ ყველა შენს გარშემო კარგად იყოს. იმედი მაქვს ფინანსურად სტაბილურად კარგად ხართ. მომავალში უკეთესად ყოფნისთვის კი უნდა იშრომო უფრო მეტი და დარწმუნებული ვარ რომ შენ და ცოტნე ამას აუცილებლად მიაღწევთ. იცოდე რომ ახლა, მაქსიმალურად შევეცდები რომ საფუძველი ჩაგიყარო და აგურები დაგიდო რომ მომავალში სახლი აიშენო. რაც შეეხება კი ამ წერილს, ვფიქრობ თინეიჯერული წლების ბოლო წელს, 19 წლის ასაკში ამის დაწერა და 5 წლის მერე წაკითხვა უზომოდ საინტერესოა, რადგან ყველაზე დიდი ცვლილებები ამ პერიოდში გელოდება. ვერ გეტყვი, რომ ძალიან მიყვარდა 19 წლის ასაკში ჩემი თავი, მაგრამ იმედი მაქვს რომ დღეს ბევრად უფრო მეტად და უკეთ გაიაზრე ვინ ხარ და როგორ გიყვარს შენი თავი ვიდრე მაშინ. გკოცნი. საშუალება რომ მქონდეს, ლაივშიც გაკოცებდი.

Load more comments

Sign in to FutureMe

or use your email address

Don't know your password? Sign in with an email link instead.

By signing in to FutureMe you agree to the Terms of use.

Create an account

or use your email address

You will receive a confirmation email

By signing in to FutureMe you agree to the Terms of use.

Share this FutureMe letter

Copy the link to your clipboard:

Or share directly via social media:

Why is this inappropriate?