Press ← and → on your keyboard to move between
letters
Dear FutureMe,
დღეს (როცა ვწერ წერილს, 2018) ოფიციალურად 23-ე დაბადების დღე მაქვს და გამორჩეული სხვებისგან იმით, რომ მარჯვენა თვალი მაქვს გასიებული საზიზღარი შემოსასვლელის გარდერობის გამო. ახლა ალბათ 30-ე დაბადების დღე მაქვს და იმედია სხვა დაბადების დღეებისგან გამორჩეულობის უკეთესი მიზეზ(ებ)ი მაქვს. არ ვიცი აქედან ვერ შევაფასებ მომავალს და ვერ ვიტყვი რამდენად წინ ვარ ცხოვრებაში წასული სამომავლოდ. ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა მისტიური მომხმარებლობაა და წყეული მარადიული სტუდენტობა. ჯერ განსაკუთრებული სიახლეები არ მაქვს ნაპოვნი (სამომავლოდ საინტერესო იქნება რას ვფიქრობ დღეს), იმედია ისევ აბდაუბდა არ ვცხოვრობ და დალაგებული მაქვს ცხოვრება. 30 წლამდე წესით უნდა მომესწრო ბევრი რამ და იმედია რასაც ახლა ვფიქრობ ისინი არა (სრული მარტოობის 2 წლის ამბავი). 7 წელი არ არის საიმისოდ ბევრი, რომ დამავიწყდეს რაიმე, მაგრამ მაინც შორეულ პერსპექტივად მეჩვენება განვლილი წლები და ისევ ასეთი რომ ვიყო ამ წერილის წაკითხვისას, უბრალოდ გავაფრენ. მინდა მეტი ვიყო... მინდა ეს დღე იმაზე მეტი იყოს, ვიდრე დასიებული თვალით მთელი დღე სახლში ჯდომა (რუსთავის იუსტიციაში მისტიურობის მერე) , მეგობრების (სერიალის
) ყურება და აკვარიუმში წყლის ჩხრიალის ფონზე ამ წერილის წერა. არაფერს ვერჩი ამ ყველაფერს, თავს არ ვგძნობ ცუდად, მაგრამ ბევრად მეტი მინდა 7 წლის მერე. არც ისე ახალგაზრდად ვგრძნობ თავს, რომ მიღწევები არ მინდოდეს და ცხოვრება წინ მაქვს" თვალით ვუყურებდე ყველაფერს.
სიყვარულით, დიდი იმედებით და მომავლის რწმენით-მე
Sign in to FutureMe
or use your email address
Create an account
or use your email address
FutureMe uses cookies, read how
Share this FutureMe letter
Copy the link to your clipboard:
Or share directly via social media:
Why is this inappropriate?